კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: საშუალო სიმძიმის შემთხვევაში 9 მაისისთვის 2000, ცუდში - 4000-ს ინფიცირებულს ველით

საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ იქნება 9 მაისისთვის დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს. ცუდი გამოსავლის შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება 4 000-ზე მეტი დადასტურებული კოვიდპაციენტი, რაც რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია.

ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა, რომელიც დინამიკაში გაცილებით უფრო მძიმედ გამოიყურება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში ჩვენ უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია, უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით, გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და, შესაბამისად, ეს ყოველივე ვმართოთ უმკაცრესი ხერხით

ჯანდაცვის მინისტრმა პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა. წინა განცხადებებში მინისტრი ამბობდა, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 488 რეანიმატოლოგი გვყავს, რომლებსაც 1 200 პაციენტის მკურნალობა შეუძლიათ და 256 ინფექციონისტი, რომლებსაც 853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ. სპეციალისტების გათვლებით, სისტემას შეუძლია, ერთდროულად 2000-მდე პაციენტის მიღება და მკურნალობა

კომენტარები