მიტროპოლიტი საბა: ვირუსის ვაქცინა იარაღი იქნება ეშმაკისთვის ადამიანების დასამორჩილებლად

ილოცეთ ამ ვითარებისთვის, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება და უფრო პირდაპირ ხასიათს მიიღებს. ჯერ შენიღბულია ყველაფერი. შენიღბული იქნება ხვალინდელი დღეც, როდესაც... დღევანდელი ვირუსი, ეს არის საშუალება ეშმაკის ხელში, ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს და ვირუსი, რომელიც რეალურია, თუმცა არასაბედისწერო. ამის საწინააღმდეგოდ მოვა დრო, როდესაც შემოთავაზებული იქნება კაცობრიობისთვის, ადამიანებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, ადამიანების დამორჩილებას და ეს გახდება ერთერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს და ადვილად წარწყმიდოს

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ ამის შესახებ 3 მაისს, საკვირაო ქადაგებისას ილაპარაკა და იმ ღვთისმსახურების შერცხვენას შეეცადა, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნეს და სააღდგომო დღესასწაულის შინ აღნიშვნისკენ მოუწოდეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები