ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: თუ სომხეთი დააყენებს საკითხს, რომ დახმარება სჭირდებათ, მზად ვართ დავეხმაროთ

ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადების ეროვნულ ცენტრთან, ხშიად გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალებები, ვაქცინები და ა.შ

რა თქმა უნდა თუ სომხეთი დააყენებს ამ საკითხს, ჩვენ 3 ადამიანი ამას ვერ გადავწყვეტთ. თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ.

რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე უარს კი არა პირიქით, ყველა ღონეს იხმარს, თუ სომხეთს ეს დახმარება დღეს სჭირდება. ეს პირველ რიგში თავად სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააყენოს ეს საკითხი.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე NCDC-ში გფამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები