გიორგი შაქარაშვილის საქმე

გეჯაძე: ცალსახაა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით

გვამის მაკროსკოპული დაკვირვების გზით ჩვენ გვქონდა წინასწარი მინიშნებითი ინფორმაცია, ანუ იყო დამახასიათებელი ნიშნები წყალში დახრჩობისთვის.

თუმცა, შეგნებულად თავს ვიკავებდი აღნიშნული სიკვდილის მიზეზის კონკრეტული გაჟღერებისგან, რამეთუ ადგილი ჰქონდა ლპობით პროცესებს. უხერხულია ამის თქმა, მძიმეა, მაგრამ ვალდებული ვარ, როგორც ექსპერტი, ამაზე ვისაუბრო. ეს ართულებდა მიკროსკოპული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, რომლებიც უტყუარად ერთიანობაში, მთლიანობაში მოგვცემდნენ იმის რესურსს და შესაძლებლობას, რომ გველაპარაკა კატეგორიულად სიკვდილის მიზეზზე.

შესაბამისად, კატეგორიულად და ამჟამად ცალსახად შეიძლება თქმა, რომ აღმოჩნდა პლანქტონი თირკმელში, ეს არის სპეციფიკური ნიშანი და მთლიანობაში ვადასტურებ, რომ ის დასკვნა, რასაც ხელს აწერს სამხარაულის ექსპერტთან ერთად ჩვენი წარმომადგენელიც, ცალსახაა. სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია, განვითარებული წყალში დახრჩობით

ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გვამის ექსპერტიზით დადგინდა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილი წყალში დახრჩობით ასფიქსიამ გამოიწვია. თუმცა, გარდაცვალებამდე ის ნაცემი იყო

კომენტარები