კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ტესტის პასუხი 24 საათში გვქონდა, დიდი რაოდენობით ტესტირების გამო 3 დღემდე გაიზარდა

7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა. იყო გარკვეული დაგვიანება. თუ წარსულში ჩვენ 24 საათში გვქონდა ხოლმე პასუხი, დიდი რაოდენობით ტესტირებების გამო დაყოვნების პერიოდი, დაახლოებით, 3 დღემდე გაიზარდა. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო ხდება პასუხის გადამოწმება და ამას, შესაძლოა, დამატებითი დრო დასჭირდეს.  

ამ მხრივ, საველე ტესტირების პასუხები, ამ ეტაპისთვის, სრულად ამოწურულია და ჩვენ ვფიქრობთ, უკვე ხვალ-ზეგიდან დავბრუნდეთ 24 საათიანი ტესტირების პასუხზე. მთავარი არის, რომ როდესაც ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, მან დაიცვას თვითიზოლაცია.

ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტროს მოადგილე თამარ გაბუნია ჟურნალისტის კითხვას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების დაგვიანებულ პასუხებზე.

კომენტარები