როდესაც, ესეთი გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით და მოლოდინები განაპირობებს, როგორც წესი, ასეთ გაუფასურებას მოჰყვება სწრაფი გამყარება. ეს არაერთხელ გვინახავს საქართველოში, მათ შორის წელსაც, მაისში, როდესაც ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და შემდეგ ისევ სწრაფად გამყარდა. რაც შეეხება სებ-ის მზაობას, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი მანდატი ფასების სტაბილურობა და ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებაა. გაცვლით კურსს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ეს იმას ნიშნავს, რომ კურსს არ განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და სავალუტო ინტერვენციები, არამედ ამას განსაზღვრავს საბაზრო ძალები - მოთხოვნა და მიწოდება და იმისდა მიხედვით, თუ რა ვითარებაა ეკონომიკაში, ეს აისახება სავალუტო ბაზარზეც.
tbl.ge/53ob
დაკოპირდა
ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ იმნაიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- საქსტატი: მე-3 კვარტალში საშუალო ხელფასი 1 595 ლარამდე გაიზარდა
- შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1 წელში 31.4 ლარით გაიზარდა და 255.1 ლარი გახდა
- უკრაინაში ომის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5%-დან 2.5%-მდე შენელდება – მსოფლიო ბანკი
- იანვარში საქართველოს ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა
- საქართველოში უმუშევრობის დონე 19%-ს შეადგენს, რაც გლობალურ მაჩვენებელზე სამჯერ მეტია