გიორგი გახარია

გახარია ვაშაძესა და ხაზარაძესთან დებატებზე: დრო არ მაქვს, თუმცა ეს დებატები შედგება

პოლიტიკური დებატები, მათ შორის, პარტიული დებატები, საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და, რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული. 

ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ამისთვის ფიზიკურად მე დრო არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება, ეს არის პარტიის გადასაწყვეტი, პარტიული დებატები იქნება, მე არასოდეს არ გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას არავისგან, მით უმეტეს, ბატონებისგან.

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესა და ლელოს ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან პოლიტიკურ დებატებზე. ხაზარაძე და ვაშაძე გახარიას დებატებში იწვევენ.

კომენტარები