დავითგარეჯის საქმე

მეუფე მელქისედეკი მელაშვილსა და ილიჩოვაზე: ბოდიშს ვუხდი ასეთი დამოკიდებულების გამო

გუშინ მოვისმინე, ეს ორი ადამიანი ამბობს, ჩვენ უდანაშაულოები ვართ, გაოგნებულები ველოდებით, რომ კარი გაიღება და ბოდიშს მოგვიხდიანო. მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, მე მართლა გულწრფელად ბოდიშს ვუხდი ამ ხალხს, ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო.

წმინდა სინოდის წევრმა არ ვიცი, რა ხდება და, ამავდროულად, საქართველოს ეკლესიის რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია. 

ვინაიდან 2014-ში უკვე ეს ყველაფერი იცოდნენ, 6 წლის განმავლობაში რატომ დუმდნენ? არ ვიცი

ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე.

კომენტარები