ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ახლა პანიკის დათესვა ყველაზე ცუდია... თან უსაფუძვლო პანიკის

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის უსაფუძვლო პანიკის დათესვა, რაც მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან უსაფუძვლო პანიკის.

ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე – კორონავირუსი და ეკონომიკის გადარჩენა, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ.

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები