ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: დღეს აქეთ არის ბიზნესი გასამხნევებელი

"მე მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობ, რომ პოზიტიური ადამიანი ვიყო, არ ვიცი, ეს რამდენად გამომდის, მაგრამ, აი, როგორც კი მოვდივარ, ყოველ დილას ვიწყებ იმით, რომ ჩემს ასისტენტს ვამხნევებ, ჩემს თანამშრომლებს ვამხნევებ, მერე სავაჭრო ობიექტებზე დავდივარ, ბიზნესასოციაციაში ვინმეს ვხვდები, თუ ასე შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, რომ პოზიტიური განწყობა მქონდეს. მითუმეტეს, რომ წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც 2-3 000 ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად და ამ შემთხვევაში თუ ეხლა ბიზნესმენმა ხელისუფლება გაამხნევა ამაში ცუდი არაფერია, თქვენც გამხნევებთ და მთელ საქართველოს. მხნედ უნდა ვიყოთ ყველა და რაღაცნაირად უნდა გადავრჩეთ ამ სიტუაციიდან. დღეს, რასაკვირველია, აქეთ არის ბიზნესი გასამხნევებელი და უნდა გაამხნევოს ეხლა ხელისუფლებამ და ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს ამისათვის. 

ვისოლ გრუპის დამფუძნებელი და ბიზნესასოციაცია BAG-ის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკამ ტვ პირველის ეთერში მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

კომენტარები