იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი

ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი. მე კი უსამართლობა არ მევასება. მე რო მექცევიან უსამართლოდ, მითუმეტეს. ჩემი ძველი მეგობრები რო მექცევიან უსამართლოდ, კიდევ უფრო არ მევასება.

იმიტომ კი არა, რომ ოდესმე იმ პოზიციას დავთმობ რაც სწორი მგონია.

ჰო და სწორი მგონია, დავიცვა ერთი ადამიანი, თუ მას უსამართლოდ სჯიან.

ამას გავაკეთებ, თუნდაც მთელი სამყარო შეითქვას ჩემ წინააღმდეგ.

მე ამ საქმეში ვარ 100% მართალი და ეს მერამდენე შემთხვევაა, რაც ტყუილი დამაბრალეს და ტალახი მესროლეს.

ახლა ეს ძალიან მაწუხებს და მინდა, საჯაროდ შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს ცივილური დისკუსია.


რატომ მესვრით ტალახს?

ვთხოვ, მედია საშუალებებსაც მომცენ საშუალება პასუხი გავცე ნიაღვარს, რაც სრულიად უსამართლოდ წამოვიდა ჩემ მიმართ და რომელსაც აქვს კამპანიური შინაარსი.

სინამდვილეში, ძალიან მარტივად არის საქმე, მე მჯერა, რომ არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა მიუხედავად იმისა, თუ რა ნახა და სხვას მოუყვა ამის შესახებ.
მე ამის მართლა მჯერა.

ჩემთვის ეს ტალახის კამპანია შანსია, საზოგადოებას ავუხსნა, როგორ ვუყურებ ადამიანს და მის თავისუფლებას.

ესეთია ადამიანის თავისუფლების ჩემეული გაგება.

ამის გამო მეძახიან პედოფილიის მხარდამჭერს და ადამიანურად გთხოვთ, მომცეთ საშუალება პასუხი გავცე უნამუსო ცილისმწამებლებს.

კარგი იქნება დისკუსია ამ თემაზე, საჯარო საუბარი და აზრთა გაცვლა გამოცვლა, მე მზად ვარ ყველა დისკუსიაში მივიღო მონაწილეობა და თუ დამარწმუნებენ რო შევცდი, ბოდიში მოვიხადო.

თვალებში მინდა ჩავხედო იმ ხალხს, ვინც პედოფილიის მხარდამჭერს მეძახის.

ყველა მედიას ვერ ვტაგავ, მაგრამ ყველგან თანახმა ვარ ცივილურ დისკუსიაზე.

დიდი მადლობა წინასწარ.

იაგო ხვიჩიას მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა, ის შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. "ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". - წერს გირჩის ერთერთი ლიდერი.

კომენტარები