კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე 19 წლის გარდაცვლილ გოგოზე: ჩვენთან რომ ერთი ხდება, ევროპაში 5-10-ია ასეთი შეცდომა

თქვენ თქვით 1, 3, თუ გინდათ 10, თუ გინდათ 30, მე გეუბნებით და სადაც გინდათ იქ დაგიმტკიცებთ, რომ ყოველ ერთ ასეთზე საქართველოში, მოდის 5 და 10 ასეთი შეცდომა, თუ ეს შეცდომა იყო ან ვთქვათ, ობიექტური სიძნელით გამოწვეული ტრაგედია, ევროპის ყველა განვითარებულ და ამერიკის ქვეყნებში.

თვითონ პროცესი კოვიდის პანდემიის, იმდენ სიძნელეს შეიცავს, რომ მასთან გამკლავება ასეთი ტრაგიკული შემთხვევების გარეშე და ზოგჯერ ალბათ შეცდომების გარეშე, ექიმებიც ადამიანები არიან, შეუძლებელია. მე გეტყვით თქვენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილების რაოდენობას, 15-16 ადამიანია საქართველოში და ათასობითაა ევროპასა და ამერიკაში, როგორ მივიღო კრიტიკა?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ფორმულას ეთერში, კორონავირუსით გარდაცვლილ 19 წლის გოგოზე, რომელიც თანმდევი დაავადების მიუხედავად, ჰოსპიტალში არ გადაიყვანეს.

კომენტარები