ნოდარ ჯავახიშვილი

ივანიშვილი: შევარდნაძის დროს ნოდარ ჯავახიშვილმა დაიჭირა ვალუტის კურსი

გადადგა და გააკეთა კაცმა[დავით შავლიაშვილმა] განცხადება, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ინსინუაციები არ სჭირდება მას. როდესაც პრემიერი გამოდის და აცხადებს, რომ 107%-ით შეასრულა გეგმა, წარმატებული მინისტრი იყო. გარდა ჭორებისა, რაც შავლიაშვილის ირგვლივაა, ხელში არაფერი გვაქვს. თუ რამე რეალური ინფორმაცია იცით, დარეკეთ GDS-ში, მე პირადად გავუძღვები ყველანაირ კითხვას და ჩავყვები ბოლომდე. დღეს ჭორების მეტი ამ სამინისტროს ირგვლივ არაფერი არაა. ისეთი მინისტრი დაინიშნა - ნოდარ ჯავახიშვილი, გამორჩეულია მთელი გუნდიდან, ვინც კი არსებობს ქართულ ოცნებაში. შევარდნაძის მთავრობის დროს ლამის ერთადერთი კაცი იყო, ვინც იბრძოდა, დაიჭირა ვალუტის კურსიც და საერთოდ თავისი პრინციპულობით გამოირჩეოდა. თუკი რამე მოხდა, ამითაც გაქვთ საფუძველი თქვენ, რომ დაელოდოთ ჯავახიშვილის მუშაობას. ამ სამინისტროს ირგვლივ არაფერი, გარდა ჭორაობისა, ხელთ არ გაქვთ.

 

ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები