რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
ომს მსოფლიოს მასშტაბით მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დასავლური ქვეყნები რუსეთს მასშტაბურ სანქციებს უწსებენ, მათ შორის SWIFT-იდან გაირიცხა რამდენიმე რუსული ბანკი, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ კი რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში კი უკრაინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები იმართება. აქციები გაიმართა საქართველოშიც