კიევის ზოოპარკიდან ცხოველების ნაწილი პოლონეთში, პოზნანის ზოოპარკში ჩაიყვანეს. პოზნანის ზოოპარკის ცნობით, ყველა ევაკუირებული ცხოველი გადარჩა,
"ექვსი ლომი, ექვსი ვეფხვი, აფთრისებრი ძაღლი და ორი კარაკალი. ისინი სასწაულებრივად გადაურჩნენ ტრანსპორტირებას ომითა და ხანძრით დაფარულ ტერიტორიაზე" - წერს პოზნანის ზოოპარკი.
ცხოველებით დატვირთული ტრანსპორტი კიევიდან პოლონეთში ხუთ დღეზე მეტ ხანს მიდიოდა.