რუსული კანონი

რუსული კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს – პავილიონისი

EADaily

რუსული კანონის გაწვევისკენ მოწოდებას, კიდევ 6 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები უერთდებიან - აღნიშნულ ინფორმაციას, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ავრცელებს.

ქვეყნები, რომლებიც მოწოდებას შეუერთდნენ არის: ბელგია, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ისლანდია.

მანამდე, 5 აპრილს გამოქვეყნდა 12 ქვეყნის საკანონდმებლო ორგანოთა საგარეო კომიტეტის თამჯდომარეების განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ. აქამდე მოწოდებას გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, ლიეტუვის, ბრიტანეთის, დანიისა და ლატვიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების აწერდნენ ხელს - ამჟამად მოწოდება 20 ქვეყნის თავმჯდომარის ხელმოწერას აერთიანებს.   

“ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას ამ პუტინის სტილის მქონე კანონპროექტზე, რომელიც შექმინილია საქართველოს ცოცხალი, პრო-ევროპული სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორი სტიგმატიზებისა და დაუძლურებისთვის.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, რომ გაიწვიოს კანონპროექტი პარლამენტიდან.

ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების მხარდაჭერას და ველოდებით, რომ საქართველო გაამტკიცებს მის თავდადებას დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართ.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს სერიოზულობას ევროპისა და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებთან ინტეგრაციის მიმართ, რომელიც ხელმძღვანელობს დასავლური, ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით.

ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას". — წერია განცხადებაში. 

 

კომენტარები