კორუფცია

TI: მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს - განცხადებას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს.

TI-ს თქმით, კაპიტონ ჟორჟოლიანი ამ ეტაპზე ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 უძრავი ქონება, რომელიც მას დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. 

  • 1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება
  • 57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე რომელსაც მეუღლესთან ერთად ფლობს
  • 11,856 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში - თანასაკუთრება 
  • 8,536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - თანასაკუთრება
  • 11,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება
  • 3,203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება
  • 357 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება

ჟორჟოლიანი დეკლარაციაში ასევე არ უთითებს 2023 წელს, მერის პოზიციაზე მიღებულ შრომის ანაზღაურებასაც. 

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის თანახმად, კაპიტონ ჟორჟოლიანი, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, აღსანიშნავია, რომ საკუთარი ქონებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია კაპიტონ ჟორჟოლიანს არც წინა, 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში  აუსახავს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება". – წერია განცხადებაში.

კომენტარები