ჩვენ ერთ რამეს ვლამობთ და მივაღწევთ - საქართველო ყოველთვის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ ვინმე მოინდომებს, რომ უფროსი იყოს, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს მეგობრობის ხელს ვუწვდით. ჩვენი ოპონენტები კი ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ. ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ. ღირსეული მეგობრები ვიქნებით და ყველა იმ საქმეში წავყვებით, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს დღის წესრიგად ნურავინ დაგვიდებს - და მაგალითად, დიდი ილიას მიერ ნათქვამი ტრიადიდან სარწმუნოებას ნუ ამოგვიღებს და ნუ ჩაგვინაცვლებს, ნურავის ხელით. მოკლედ, ომს ნუ მოგვიწოდებს, როგორც ეს 2-3 წლის წინ ხდებოდა.
tbl.ge/6rlp
დაკოპირდა
თქვა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – 6 მაისს ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება
- რუსეთის მარიონეტები უნდა დასანქცირდნენ – კრამერისა და კელის სტატია
- ზახაროვა თბილისის აქციებზე: ზოგმა მათგანმა თავს რუსეთის სიმბოლიკაზე დაცინვის უფლება მისცა
- გამყრელიძე რუსულ კანონზე: მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ
- "საქართველოს გონივრული კურსიდან გადაყვანა სურთ" – ზატულინი პროტესტს აშშ-ს აბრალებს