ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუციას, რომელშიც უარესები ეწერა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა, ან ევროკავშირს დაეწესებინა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ, ეგეც იყო ჩაწერილი, მაგრამ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ასეთი სამწუხარო რეალობაა.
ივნისში არჩევნები არის ევროპარლამენტის, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს.