რუსეთი

დუმაში მხარი დაუჭირეს არჩევნებში “უცხოეთის აგენტების” მონაწილეობის შემზღუდავ შესწორებებს

РИА Новости 

რუსეთის სახელმწიფო დუმის სახელმწიფოს შენებისა და საკანონმდებლო კომიტეტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას მიიღო შესწორებები, რომლებიც „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობისა და არჩევნებზე დამკვირვებლობის საშუალებას შეუზღუდავს. 

შესწორებებით, „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ყველა დონის არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირება და ასევე კანდიდატის მინდობილ პირად ყოფნა აღარ შეეძლებათ.  

დუმას კომიტეტის მიერ მიღებული შესწორებები მიემართება კანონპროექტს, რომელიც თავდაპირველი ჩანაფიქრით არჩევნებში მონაწილეობის ნებართვას არ რთავდა მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანდატიან ოკრუგებში კანდიდატების სიის შედგენისას რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეცდომების შემცველ დოკუმენტებს წარადგენდნენ.

შესწორებების მიხედვით, ცვლილებები შევა კანონში „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საამომრჩევლო უფლებების ძირითადი გარანტიებისა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების შესახებ“ და კანონში „რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნების შესახებ“. 

კომენტარები