რუსეთი

უნდა გვახსოვდეს შიდა არეულობის ტრაგიკული საფასური – პუტინი პრეზიდენტი მეხუთედ გახდა

ვლადიმირ პუტინი
Rustv.net

7 მაისს ვლადიმირ პუტინმა ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცი დადო და ოფიციალურად მეხუთედ გახდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ფიცის დადების შემდეგ პუტინმა ადგილზე მოსულ მაღალჩინოსნებსა და მოსახლეობის მოკლე სიტყვით მიმართა. 

პუტინის თქმით, რუსეთის საკვანძო პრიორიტეტებია ხალხის დაზოგვა, საუკუნოვანი ფასეულობებისა და ტრადიციების შენარჩუნება. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეებს.

"უნდა გვახსოვდეს შიდა არეულობისა და რყევების ტრაგიკული ფასი, ამიტომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს მყარი". – თქვა პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს.

2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინმა ხმების 87.28% მიიღო. არჩევნები სრულად არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რადგან რუსეთში პუტინის ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს. კრიტიკულად განწყობილ კანდიდატებს რუსეთის საარჩევნო კომიტეტმა რეგისტრაციაში ხელი შეუშალა.

 

კომენტარები