არჩევნები 2024

ღვინიანიძე: აასრულეს მუქარა, რომელიც გვეგონა, რომ სატელეფონო ხუმრობა იქნებოდა

კლინიკაში ვარ ამ ეტაპზეც, ნაკერი დამჭირდა ტუჩზე, დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მუქარებთან და ჩემს აქტიურობასთან. 

გუშინ დაიწყეს ჯერ აქ სამხრეთაფრიკელმა ტომებმა რეკვა, შემდეგ ჩემს მეუღლესთან, შემდეგ, დღეს უკვე ქართული ნომრით 72 წლის მამაჩემს დაემუქრნენ და აი, საღამოს აასრულეს მუქარა, რომელიც ყველას გვეგონა, რომ უბრალოდ სატელეფონო ხუმრობები იქნებოდა...

მეგობართან ვიყავი, ქართული ნომრებიდან საიდანაც რეკავდნენ დღეს, მაგ ნომრით შემომივიდა ზარი, ვუპასუხე, სიჩუმე იყო 20-25 წამი და ეჭვის დონეზე ვფიქრობ, რომ  ლოკაცია აქედან გაიგეს, სადაც ვიყავი, რადგან 10 წუთში გაჩნდნენ იქ. სამნი იყვნენ სამედიცინო პირბადეებით.

ამბობს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე TV პირველის ეთერში. მას ამ საღამოს თავს დაესხნენ.

კომენტარები