აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ჯონ მაკკეინის აზრით რუსეთს რევოლუცია ემუქრება

რესპულიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა  ლიბიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ   კადაფის რეჟიმის დასასრულმა  მომავლის იმედი გაუჩინა ადამიანებს თეირანში, დამასკოსა  და  მოსკოვში,  რადგან ლიბიის მაგალითმა დაამტკიცა, რომ დიქტატორების  დამხობა შესაძლებელია .  ”ლიბიის მაგალითს ყურადღებით ადევნებს თვალს  მსოფლიო.”- თქვა  მაკკეინმა.  მოსკოვში შეშფოთება გამოხატეს რესპუბლიკელი სენატორის მიერ ტრიპოლში გაკეთებული ამ საჯარო გამოსვლის გამო.დუმის დეპუტატმა სერგეი მარკოვმა თქვა, რომ მაკკეინის  განცხადება რუსეთში არეულობის მოწოდებას შეიცავდა.  ის დაიმუქრა, რომ  ამის გამო მაკკეინს შესაძლოა სასამართლოშიც კი  უჩივლოს. 

ჯონ  მაკკეინთან  ერთად ლიბიას  სტუმრობდნენ   რესპუბლიკელი  სენატორები:   ლინდსი გრეჰამმი, მარკო რუბიო და მარკ კირკი.  მათ  შეხვედრები  გამართეს ლიბიის გარდამავალ მთავრობასთან.  სენატორმა  მარკ რუბიომ ერთ-ერთ  შეხვედრაზე    თქვა , რომ ამერიკის შეერთებული შტატები  ყოველთვის იდგება დემოკრატიის მხარეს და   მხარს დაუჭერს დემოკრატიაზე გადასვლის პროცესებს .”  ეს ეხება   ირანს,  სირიას და  ვიმედოვნებ ბაჰრეინს და საუდის არაბეთსაც.”-განაცხადა  სენატორმა.   

კომენტარები