დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე უილიამ ბერნსი ეწვევა . ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, სააგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან.
შეხვედრებზე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება.
აშშ-ს ახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. როგორც აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ბერნსი მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და საერთო სტრატეგიული ინტერესების, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების საკითებს განიხილავს.