დისციპლინა სკოლაში

საპროტესტო აქცია 53-ე საჯარო სკოლაში

რამდენიმე დღეა თბილისის 53-ე საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ და სკოლიდან  ირაკლი მჭედლიშვილისა და მიხეილ ალექსიძის  გარიცხვას აპროტესტებენ.  დირექტორი, ტარიელ შავიშვილი კი  აცხადებს, რომ მე-11-ე კლასელებმა სკოლის შინაგანაწესი დაარღვიეს და ეს გახდა მათი სკოლიდან გარიცხვის მიზეზი.  მჭედლიშვილის და ალექსიძის მიმართ  აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც - ხულიგნობის მუხლით. მომხდართან  დაკავშირებით ტაბულა შეეცადა 53- ე სკოლის დირექტორთან გასაუბრებას.  მან თქვა, რომ   ტაბულას შეკითხვებს  მოგვიანებით უპასუხებს.

კომენტარები