რუსეთთან ურთიერთობა

მედვედევი: საჭიროების შემთხვევაში ყველას მოხვდება კბილებში

 რუსეთის  პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დაიმუქრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველას მოახვედრებს კბილებში ისე, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთა საქართველოსთან მიმართებით.  რუსული მედიის ცნობით, ეს მედვედევმა  მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თქვა , როცა ერთ-ერთმა მოქალაქემ  მადლობა გადაუხდა ”სააკაშვილისთვის კბილების ჩამტვრევისთვის”.  ” თუ არ გაჩერდებიან, კიდევაც მიიღებენ კბილებში”-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ  შეძრულია იმით  , რაც ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოში  ხდება . ”მე ყოველდღე ვკითხულობ  სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ მასალებს, სხვა და სხვა დაშიფრულ ტექსტს, შეიძლება ადამიანი გაგიჟდე , როგორც შეიძლება განაწყო ასე  საკუთარი ხალხი სხვა  ხალხის წინააღმდეგ? ” - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.   მანვე  ხაზი გაუსვა, რომ ”საქართველოში შიდა  პოლიტიკური დაპირისპირება  ცივი  ფაზიდან ცხელში გადავიდა.” 

კომენტარები