რუსეთთან ურთიერთობა

ივანიშვილი - რუსეთთან უნდა აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რომელიც ადრე გვქონდა

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჟენევის ფორმატით რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარს არ იტყვის და სანამ იმ ურთიერთობებს არ აღადგენს, რომელიც საქართველოს რუსეთთან საუკუნეების განმავლობაში ქონდა.

”ჟენევის ფორმატზე არცერთ შემთხვევაში უარს არ ვიტყვი, მე რამდენჯერმე განვაცხადე ეს, ვიდრე ჩვენ უფრო ეფექტურ დამოკიდებულებას და ურთიერთობებს არ მივიღებთ. მესამე პირის ჩარევაზე არ ვიცი, ვინ განაცხადა, აქ კატეგორიული დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს. დღეს შვეიცარია ძალიან გვეხმარება და მადლიერებით შეიძლება მოვიხსენიოთ თვითონ ჟენევის მოლაპარაკების პროცესიც. ჩვენ ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრებთ; არავითარი ახირებები, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ვნახოთ გზები, ვნახოთ ფორმატები და ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან უნდა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა”, - განაცხადა პრემიერმა.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კომენტარები