რუსეთთან ურთიერთობა

ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა WTO -ზე მოლაპარაკებები

ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე საქართველომ და რუსეთმა ვერ  მიაღწიეს შეთანხმებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე. ჟენევაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ ( საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე)  განმარტა, რომ შეხვედრა ამჯერადაც უშედეგი  იყო და  კიდევ ერთი შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთი არ იღებს საქართველოს პირობას -  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის  დათანხმდეს საქართველოსთან საზღვრის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პერიმეტრების მონიტორინგს.

კომენტარები