აშშ შოუ-ბიზნესი

ჯონ ბონ ჯოვიმ რესტორანი გახსნა

ოქტომბერს, ლინსი ლოჰანს ლოს-ანჯელესის სასამართლომ საზოგადოებრივი სამსახური მიუსაჯა. მსახიობს 20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე 16 საათი ლოს-ანჯელესის მორგში უნდა ემუშავა. ლოჰანმა გამოსაცდელი ვადის პირველივე დღეს 40 წუთით დააგვიანა მორგში, საიდანაც მსახიობი უკან გამოაბრუნეს და არ შეუშვეს. მიზეზად კი მსახიობის პრეს-მდივანმა

განაცხადა, რომ ლოჰანმა მორგში სწორი შესასვლელი ვერ იპოვა და სწორედ ამან გამოიწვია დაგვიანება.
ლინსი ლოჰანის დაგვიანება გადაეცემა მოსამართლეს, რამაც შესაძლებელია მსახიობს კვლავ შეუქმნას პრობლემები.

გრძელდება მაიკლ ჯექსონის ექიმის, კონრად მიურეის სასამართლო პროცესი. სასამართლოზე 20 ოქტომბერს სტივენ შაფერი ექიმ-ანესთეზიოლოგი და პროპოფოლის ექსპერტი დაკითხეს.
შაფერმა ჟიურის განუცხადა, რომ შეუძლებელი იყო ჯექსონს გამოეწვია საკუთარი სიკვდილი წამლების დალევით.
სტივენ შაფერის შემდეგ, მიურეის დაცვის მხარე საკუთარ პირველ მოწმეს გამოიძახებს.

ჯონ ბონ ჯოვი სცენიდან კულინარიაში ინაცვლებს, მომღერალმა და მსახიობმა ნიუ-ჯერსიში რესტორანი გახსნა, სადაც სტუმრები თავად გადაწყვეტენ თუ რამდენი გადაიხადონ საკუთარ კერძში.

კომენტარები