რუსეთთან ურთიერთობა

WTO-ს საკითხზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 25 ოქტომბერს გაიმართება

როგორც კი რუსეთი გამოთქვამს მზადყოფნას  დათანხმდეს  საქართველოსთან საზღვრის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პერიმეტრზე  ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგს, თბილისი დათანხმდება  რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებას. ეს არის  პრინციპული მოთხოვნა და წინადადება, რომლის უგულებელყოფაც ვერ მოხდება,– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ . მისი ინფორმაციით, შვეიცარიის შუამავლობით WTO–ს საკითხებზე  მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 25 ოქტომბერს  გაიმართება.

მოლაპარაკების წინა რაუნდი 20 ოქტომბერს შედგა . მასზე მხარეებმა ვერ შეძლეს პოზიციების დაახლოება, რადგან რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს მოთხოვნას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებობდეს სავაჭრო მონიტორინგი. ნინო კალანდაძემ უსაფუძვლო უწოდა ”სპეკულაციებს” , თითქოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოზე ახდენს ზეწოლას, რათა ის უპირობოდ დათანხმდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციში რუსეთის გაწევრიანებას.

კომენტარები