ქართუ ჯგუფი

როსტომ მეფის სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებით, არასწორად წარმოებული სამუშაოების მოტივით ზედამხედველობის სამსახური ქართუ ჯგუფს როსტომ მეფის სასახლეში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. სადაც, მისი კუთვნილი კომპანია, ახალი კაპიტალი, ბიზნეს–ცენტრს აშენებს. ამავე ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას 4 000 ლარის ჯარიმა დააკისრა და ხარვეზების 20 კალენდარულ დღეში აღმოფხვრა დაავალა.

„კანონით ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები როსტომ მეფის სასახლეში 13 ოქტომბრამდე უნდა მისულიყვნენ, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის 10-მდე თანამშრომელი ერეკლე მეფის მოედანზე მხოლოდ 26 ოქტომბერს გამოცხადდა და მუშებს მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვა.” - აღნიშნულია ქართუ ჯგუფის განცხადებაში.

თბილისის მერიაში ქართუს ბრალდებებს დაუსაბუთებელს, არამართლზომიერსა და პოლიტიზირებულს უწოდებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ მიმართვა გაავრცელა: "ამა წლის 1 სექტემბერს შპს ახალმა კაპიტალმა შემოიტანა განცხადება მრავალფუნქციური ბიზნეს–ცენტრის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადება შემოტანილი იყო ხარვეზებით და ამასთანავე არაუფლებამოსილი პირის მიერ, ზედამხედველობის სამსახური კანონით დადგენილ ვადებში მოქმედებს. ვადების დარღვევა არ მომხდარა, ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაგზავნილ იქნა შეტყობინება ხარვეზის გამოსწორების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ბიზნეს-ცენტრში შემოდიან მსხვილი კომპანიები, რომელთა ოპერირება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისის მერია აცხადებს მზადყოფნას, უფლებამოსილი პირის მიერ კორექტირებული პროექტის წარმოდგენისთანავე, კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს სამუშაოები აღნიშნულ ბიზნეს–ცენტრში".

კომენტარები