კონფლიქტური რეგიონები

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული საბაჟო იმუშავებს

რუსეთი ქვეყნის საზღვრებს გარეთ „სპეციალური საბაჟო ორგანოების“  შექმნას აპირებს. ამგვარი გადაწყვეტილების პირველი პრეცედენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან გაფორმებული შეთანხმებები გახდა.  რუსული სააგენტო რეგნუმის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა კონსტანტინ  ჩაიკამ განაცხადა.

მისი თქმით, სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებულ შეთანხმებებში „გარკვეულწილად კალკა ჩაიდო“, რომელიც მომავალში რუსეთის ფარგლებს გარეთ საბაჟო ორგანოების  ფორმირების წესს განსაზღვრავს.

ჩაიკას განმარტებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე რუსულ საბაჟო სამსახურებს „გარე  საზღვრებისკენ მოძრავი ტვირთების გაფორმებისა და კონტროლის“ , ასევე „სამათალდაცვითი საქმიანობის“ უფლებამოსილება ექნებათ. რუსული საბაჟო სამსახურები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „დიპლომატიური იმუნიტეტით“ ისარგებლებენ. 

კომენტარები