კონფლიქტური რეგიონები

ცნობა ე.წ. საზღვრის დამრღვევების დაკავების შესახებ

ცხინვალში ადგილობრივი მედია იუწყება, რომ    ე. წ საზღვრის გადაკვეთისთვის 7 პიროვნებაა დაკავებული. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში გამომავალი პრესა ამასთან დაკავშირებით  ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” КГБ-ს  წარმომადგენლებსა და  რუს მესაზღვრეებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით 7 პიროვნება 28-31 ოქტომბერს დააკავეს, მათი სახელები და გვარები არ სახელდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ ყველა მათგანმა  ე.წ. საზღვარი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის დაარღვია. 

კომენტარები