ნიკარაგუის არჩევნები

დანიელ ორტეგამ არჩევნებში გაიმარჯვა

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ საპრეზიდენტო არჩევნებში 62.7% -ით გაიმარჯვა. მისი შედეგები მთავარი კონკურენტის ფაბიო გადეასას ორჯერ აღემატება.

გადეა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ორტეგას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს.საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით მათ მიერ აღმოჩენილი დარღვევები შედეგებზე ზეგავლენას არ ახდენს.

ორტეგას საარჩევნო კამპანიის აქცენტი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ორტეგას   გამარჯვებას  მისი მხარდამჭერები ნიკარაგუის დედაქალაქის ქუჩებში აღნიშნავენ.

დანიელ ორტეგა  მოსკოვის განსაკუთრებით ერთგული მოკავშირეობით გამოირჩევა.  მისი მეთაურობით  ნიკარაგუამ პირველმა სცნო  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა , რითაც მოსკოვს ასიამოვნა.  ორტეგა აშშ -ს ”გამანადგურებელს” უწოდებს, ხოლო რუსეთს ”მთელი პლანეტის განმსხივოსნებელს”.  

კომენტარები