ოსკარები 2012

ბილი კრისტალი - ოსკარის წამყვანი

”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიას ბილი კრისტალი წაიყვანს, მსახიობი რომლის სასაცილო ხუმრობებთან არის დაკავშირებული ბოლო ორი დეკადის საუკეთესო ოსკარის შოუები.

რამდენიმე დღის წინ ედი მერფიმ უარი განაცხადა ცერემონიის წაყვანაზე. ამერიკის კინოაკადემიის წარმომადგენლებმა ახალი წამყვანის დანიშვნას და ექსპერიმენტების ჩატარებას ძველი ნაცადი მეთოდი ამჯობინეს და გამოცდილ ბილი კრისტალს შესთავაზეს ”ძველი სამსახური”.

ბილი კრისტალმა ოსკარის დაჯილდოებას აქამდე 8-ჯერ უმასპინძლა და 5-ჯერ ამის გამო ”ემმი” მოიგო, როგორც წლის საუკეთესო წამყვანმა.

 

კომენტარები