საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობა

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ცოტა ხნის წინ ლონდონში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის შეხვედრა დასრულდა.  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კამერონმა დადებითად შეაფასა საქართველოში გატარებული რეფორმები და ქვეყანას წარმატება უსურვა. მისი განცხადებით, შეხვედრამ გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალური Facebook გვერდი იუწყება.

უცხოურ მედიასთან პრეზიდენტმა ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტზე საქართველოში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით  დასრულებულ მოლაპარაკებებსა და ხელმოწერილ დოკუმენტებზეც. მან ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი `გარღვევა~ უწოდა.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიტანეთში `საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების~ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლაც.
მიხეილ სააკაშვილი დიდ ბრიტანეთში ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები