პატიმართა შეწყალება

გიორგობას პატიმართა მორიგი შეწყალება იგეგმება

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, პატიმართა შეწყალება იგეგმება. ამისთვის, პატიმართა შეწყალების კომისიის წევრები 18 ნოემბერს შეიკრიბებიან. კომისიის წევრის ელენე თევდორაძის განცხადებით, კომისიაში შესულია 300-ამდე განცხადება შეწყალების თხოვნით. ” შეწყალებას ითხოვენ, სხვა და სხვა კატეგორიის დანაშაულისთვის გასამართლებული და პატიმრობაში მყოფი პირები, ჩვენ განვიხილავთ განცხადებებს და დავადგენთ ვისი შეწყალება შეიძლება.” - უთხრა ჟურნალისტებს ელენე თევდორაძემ. კომისია საკუთარ რეკომენდაციებს გადაუგზავნის პრეზიდენტს, პატიმართა შეწყალების კომისიის გარდა შეწყალების საკითხზე რეკომენდაციებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპატრიარქოც აგზავნის.

 

 

 

კომენტარები