საარჩევნო სიები

საარჩევნო სიების გადასამოწმებელი კომისია შეიკრიბა

კომისიას, რომელიც საარჩევნო სიებს გადაამოწმებს,  ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, უხელმძღვანელებს. ის კომისიის თავმჯდომარედ დღეს, ცესკო-ში ჩატარებულ პირველ სხდომაზე აირჩიეს. კაციტაძის მოადგილე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლაშა მელაძე გახდა, ხოლო კომისიის მდივანი - ბადრი მიაური - არასამთავრობო ორგანიზაცია `დემოკრატიის ცენტრის~ წარმომადგენელი.

საარჩევნო სიების დასაზუსტებელ კომისიაში კ შემდეგი ოპოზიციური პარტიები არიან წარმოდგენილნი - ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატები, ედპ, დემოკრატიული პარტია, მრეწველები, ევროპელი დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია. ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

კომისია 15 ნოემბერს შეიქმნა. მათ გადამოწმებული სიები 1 ივლისამდე უნდა წარადგინონ.

კომენტარები