დიასპორა

პრივილეგიები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის

დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ”უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ”, რის საფუძველზეც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭათ. სიახლის თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, რომელსაც აქამდე საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებოდათ ვიზა, უფლება ეძლევათ ვიზის გარეშე გადმოკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და დარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა.

ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეს ენიჭება სახელმწიფო სასწავლო გრანტის და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება. სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირს ექნება საშუალება საქართველოს სახელით იასპარეზოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

 

კომენტარები