უვიზო მიმოსვლა ევროპასთან

ევროკომისარი: დიალოგი უვიზო მიმოსვლაზე შესაძლოა გაზაფხულზე დაიწყოს

ევროკომისარი გაფართოებისა და  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულე მიიჩნევს, რომ საქართველომ რეფორმების განხორციელებაში პროგრესს მიაღწია, მაგრამ მას სჭირდება დემოკრატიის გაძლიერება და  მეტი მუშაობა პლურალისტური პოლიტიკური კულტურის შესამუშავებლად.  შეფასება  ევროკომისარმა ბრიუსელში,    საქართველოს ვიც-პრემიერ  გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  მან თქვა ისიც, რომ მომავალი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა ქართული დემოკრატიისთვის.  ევროკომისარმა განაცხადა, რომ საქართველოში  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის მზადება „ბოლო ეტაპზეა“ და ევროკომისია ახლა საქართველოს მიერ წინაპირობების განხორციელებას აფასებს. გავრცელებული ინფორმაციით ,   ფულემ  აღნიშნა, რომ საქართველოსთან დიალოგი უვიზო მიმოსვლაზე შესაძლოა გაზაფხულზე დაიწყოს.

"შვეიცარიის შუამავლობით მიაღწია რა რუსეთთან შეთანხმებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე, საქართველო დეკემბერში დაიწყებს ევროკავშირთან  მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" - წერს ბელგიური  "EUobserver.com."

 

 

 

კომენტარები