რუსეთთან ურთიერთობა

რუსული ძალები ცხინვალში გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში

რუსული საოკუპაციო ძალები ცხინვალის რეგიონში გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული ინტერნეტ-გამოცემა  Life News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც გამოცემას წყარომ აცნობა, სამხედროები მზად არიან „განგაშის გამოცხადებისთვის“, გუშაგების რაოდენობა სამხედრო ობიექტებზე ორჯერ გაიზარდა. 

როგორც Life News-სთან საუბრისას რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა იგორ გორბულმა განუცხადა,  რუსი სამხედროები „მუდმივად თვალყურს ადევნებენ ცხინვალში შექმნილ მდგომარეობას“, თუმცა სიტუაციაში არ არევიან, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნები „სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეა“. 

კომენტარები