ახალი ქალაქი

ახალი ქალაქი სამეგრელოში

დადიანების სასახლეში მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქის - ლაზიკა - მშენებლობის ინიციტივით გამოვიდა. გეგმის მიხედვით ქალაქი ათ წელიწადში უნდა აშენდეს და პრეზიდენტის განცხადებით, ნახევარ მილიონიანი მოსახლეობით ლაზიკა სიდიდით მეორე ქალაქი იქნება თბილისის შემდეგ. სააკაშვილის განმარტებით, ლაზიკა დასავლეთ საქართველოს მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური და ბიზნეს-ცენტრი გახდება, საქართველოსთვის კი, ის მთავარი ცენტრის ფუნქციას შეიძენს შავი ზღვისპირეთის მასშტაბით. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები, რათა მათ ფული ჩადონ ამ ახალი ქალაქის მშენებლობაში.

ახალი ქალაქის სამშენებლო სამუშაოები 2012 წლიდან დაიწყება. ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება.

 

კომენტარები