რუსეთთან ურთიერთობა

სერგი კაპანაძე: სავაჭრო დერეფნებში მონიტორები იდგებიან

საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ ”ტაბულასთან” საუბრისას უარყო დღეს დილიდან  გავრცელებული ცნობა, თითქოს   რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ცხინვალისა რეგიონისა და აფაზეთის სავაჭრო დერეფნებში არ განლაგდებიან მონიტორები ( როგორც ამას  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ითვალისწინებს) და მონიტორინგი მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება.    ინფორმაცია ეყრდნობოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ნათქვამს , რომ  დერეფნებში მონიტორინგი განხორციელდება ელექტრონული სისტემით. სერგი კაპანაძემ ”ტაბულას” უთხრა, რომ საინფორმაციო საშუალებებმა არა სწორად გაიგეს ნინო კალანდაძის ნათქვამი . მან ხაზი გაუსვა, რომ მონიტორინგი განხორციელდება  ზუსტად ისე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მხარემ შვეიცარიისგან მიიღო  იმ კომპანიების  სია, რომელთაგანაც ერთ-ერთი იქნება შერჩეული რუსეთ-საქართველოს  საზღვარზე  სავაჭრო ტვირთბრუნვის გასაკონტროლებლად. სერგი კაპანაძის თქმით,   კომპანიის  შერჩევასთან დაკავშირებით შვეიცარია გადაწყვეტილებას , სავარაუდოდ,  დეკემბრის ბოლომდე მიიღებს.  

კომენტარები