პირდაპირი ავიარეისები

ზაფხულიდან თბილისი-რომი იფრენს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯია" ინფორმაციით, ზაფხულის სეზონიდან რომი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იტალიის უმსხვილესი ავიაგადამზიდავი ალიტალია განახორციელებს. ავიაკომპანია რეისებს თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ შეასრულებს. „ტავ ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ  ბილეთის ღირებულება მომდევნო თვეების განმავლობაში დაზუსტდება. დღემდე, იტალიის მიმართულებით ფრენა მხოლოდ მესამე ქვეყნის აეროპორტის გავლით, ტრანზიტულად იყო შესაძლებელი.

„ალიტალიას" ავიაპარკი 150 თვითმფრინავს მოიცავს. კომპანია მსოფლიოს 41 ქვეყანაში 28 შიდა და 62  საერთაშორისო რეისს ახორციელებს.

კომენტარები