პრეზიდენტმა საახალწლოდ 114 მსჯავრდებული შეიწყალა. ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განმარტა , რომ შეწყალებულთაგან 75 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს, 13 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, 26 -ს კი პირობითი სასჯელი მოეხსნა.
იმ შეწყალებულთა შორის, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ, ოთხი ქალბატონია.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები საპატიმროებს დღესვე დატოვებენ.