აშშ-რუსეთის ურთიერთობა

მაკფოლი მოსკოვში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

 აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი მოსკოვში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: დუმის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი ლეონიდ კალაშნიკოვი, აგრეთვე,  ფრაქცია ” სპრავედლივაია რასიას” წარმომადგენლები ოქსანა დმიტრიევა და ილია პონომარიევი,  პარტია  ”იაბლოკოს” ლიდერი სერგეი მიტროხინი. შეხვედრას ესწრებოდნენ  ბორის ნემცოვი და ვლადიმირ რიჟკოვიც. აშშ-ს მხარეს  ელჩთან ერთად  წარმოადგენდა  სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი.

სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, მსჯელობა შეეხო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში შექმნილ ვითარებას. რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკელ დიპლომატებს ესაუბრნენ ახალი საპროტესტო გამოსვლებისთვის მზადებაზე.

 

კომენტარები