Wikipedia

Wikipedia პროტესტის ნიშნად ერთი დღით დაიხურება

ოთხშაბათს, 18 იანვარს Wikipedia-ს ინგლისურენოვანი საიტი 24 საათით დაიხურება. ონლაინ-ენციკლოპედია შეერთებულ შტატებში ინტერნეტ-მეკობრეების წინააღმდეგ შემუშავებულ კანონპროექტს აპროტესტებს.

ვიკიპედიას დამფუძნებელის ჯიმი უელსის თქმით, კანონპროექტი იმდენად ზოგადია, რომ ის ბევრად ფართო გავლენას იქონიებს, ვიდრე ეს მეკობრეებთან ბრძოლაა.

ძალაში შესვლის შემთხვევაში, კანონი შტატების მთავრობას უფლებას მისცემს, დახუროს საიტები, რომლებიც მეკობრეობასთან კავშირში არიან შემჩნეულნი. თეთი სახლის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს კანონს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მიუხედავად კანონზე ვეტოს დადებაზე მინიშნებისა, ინგლისურენოვანი Wikipedia-ს ადმინისტრატორებმა გადაწყვიტეს, პირველად შეუერთდნენ პროტესტს, რადგან, მათივე სიტყვებით, ”კანონპროექტი თავს ესხმის თავისუფალ და ღია ქსელს”.

აქციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა Twitter-მა.

 

კომენტარები