დომინიკ სტროს-კანი

სტროს-კანი კვლავ ეჭვმიტანილია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი დომენიკ სტროს-კანი ახალ სექსუალურ სკანდალში გაეხვია. ამჯერად მას პროსტიტუციის ქსელის შექმნაში ადანაშაულებენ
სტროს-კანი ჩრდილოეთ საფრანგეთი მდებარე ქალაქ ლილის პოლიციის შენობაში მეურვეობის ქვეშაა აყვანილი. პოლიციამ გამოკითხა მეძავები, რომლებსაც სექსი ჰქონდათ სტროს-კანთან. ამ უკანასკნელის თქმით, მან არ იცოდა, რომ ქალები მეძავები იყვნენ. ‘შეუძლებელია გაარჩიო შიშველი მეძავი სხვა შიშველი ქალისგან’ აცხადებს მისი ადვოკატი ჰენრი ლეკლერკი. 
2011 წლის მაისის სექსუალური სკანდალი დომენიკ სტროს-კანს თანამდებობის და პოლიტიკური კარიერის დაკარგვად დაუჯდა. იგი ნიუ-იორკში გაუპატიურების ბრალდებით დროებით დააკავეს, თუმცა მცირე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები