დომინიკ სტროს-კანი

დომინიკ სტროს-კანს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

ფრანგმა გამომძიებლებმა დომინიკ სტროს - კანის მიმართ წაყენებული ახალი ბრალდებების შესწავლა დაიწყეს. ამჯერად მას  2010 წელს ვაშინგტონის სასტუმროში მომხდარ გაუპატიურებაში თანამონაწილეობისთვის სდებენ ბრალს, ამ პერიოდში იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა.

სტროს - კანი ადვოკატების მეშვეობით აცხადებს, რომ  არანაირ ძალადობაში მონაწილეობა ამ მიუღია და ბრალდებებს მისი ,, ლინჩის წესით გასამართლების კამპანიას’’  უწოდებს. ცნობილმა ეკონომისტმა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრებოდა, საკუთარ კარიერასა და რეპუტაციას, ნიუ- იორკის სასტუმროს სექსუალური სკანდალით, გამანადგურებელი ზიანი მიაყენა.

ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქის ლილეს მოსამართლეებმა 2010 წლის ვაშინგტონის ორგიის დროს მომხდარი დანაშაულის გამოსაძიებლად პროკურორებს გამოძიების გაფართოების ნებართვა სთხოვეს. ოფიციალური ცნობით, პროკურატურა გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.

თავად სტროს - კანმა არაერთხელ განაცხადა, რომ  წაყენებული ბრალდებები აბსურდია და საპრეზიდენტო არჩევნებიდან მის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად, ვინაიდან პრეზიდენტი სარკოზისთვის მთავარ მეტოქეს წარმოადგენდა.

 

კომენტარები