ბრაკონიერები

ბრაკონიერებმა 500-მდე სპილო მოკლეს

კამერუნის ჩრდილოეთით, ბუბანჯიდას ეროვნულ პარკში, 2 თვის მანძილზე 500-მდე მეტი სპილო მოკლეს ბრაკონიერებმა. ეროვნული პარკის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ სპილოებს ჩადიდან და სუდანიდან გადმოსული ბრაკონიერები ხოცავდნენ, რისთვისაც ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდნენ.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ბუბანჯიდას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 458 მოკლული ცხოველი იპოვეს. ნაკრძალის მთელი ტერიტორია კი ჯერ არ არის დათვალიერებული.

გავრცელებული ცნობებით, ბრაკონიერები ცხოველებს ხოცავენ ეშვებისთვის, რასაც შემდეგ აზიის შავ ბაზარზე იყიდება. დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავენ, რომ არ ჩანს ნიშნები, კამერუნის ხელისუფლება რამეს აკეთებდეს ბრაკონიერების დასაკავებლად.

 

კომენტარები